ფედერიკო ბერნარდესკი
Aa Aa

“ბიჭი გაფართოებული გულით“ - მე ფედერიკო ბერნარდესკი ვარ

„კარარაში თეთრი ფერი ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება..

მარმარილოს ქალაქი.. ასე იცის უმეტესობამ, მე სწორედ აქედან ვარ..

ეს არის ცნობილი ულამაზესი ტერიტორია, თეთრი კარარას მარმარილოს კარიერების გამო. მამაჩემი, ისევე, როგორც სხვა ბევრი ადამიანი მარმარილოს ქარხანაში მუშაობდა. სამსახურში დილის 5 საათზე მიდიოდა და სახლში საღამოს 6-ზე ბრუნდებოდა. ამას მიჩვეულები ვიყავით..

ჩემს ირგვლივ იმდენი სითეთრე და მარმარილო იყო, რომ ჩემს ოცნებებშიც აღწევდა.. ამ ყველაფერს სიზმრებშიც ვხედავდი.. თითქოს მოკლე მეტრაჟიანი ფილმი იყო..

გრძელ ბნელ გვირაბს ვხედავდი, რომლის ბოლოშიც თავდაპირველად სინათლე არ ჩანდა. დიახ, თავისუფლად შემეძლო მეთქვა, რომ გვირაბში ვიყავი. მხოლოდ ასე დავინახავდი თეთრ ხაზს..

შეიძლება ეს მარმარილო იყო, ან არა.. არ აქვს მნიშვნელობა.. ხაზის აზრი ის იყო, რომ გვირაბიდან საბოლოოდ სწორედ მას უნდა გამოვეყვანე. მიმიყვანდა იქ, სადაც მინდოდა წასვლა..

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, არ ვიცოდი ამ ოცნების აზრი - ამას აზრი არ ჰქონდა. არსად წასვლა არ მჭირდებოდა..

მყავდა ოჯახი და ჩემი ცხოვრება მიყვარდა. ასევე, მე მქონდა ჩემი ფეხბურთი!! ეს იყო ის ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამაჩემმა 3 წლის ასაკში, ქალაქის ცენტრში დიდ სათამაშოების მაღაზიაში წამიყვანა..

ორი ნაბიჯი გადავდგი და პირდაპირ საფეხბურთო ბურთისკენ გავიქეცი. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს მჭირდებოდა. მამას სურდა, რომ სხვა სათამაშოებისთვისაც შემეხედა, მაგრამ არაფერი მაინტერესებდა!!

და რადგან ვიცოდი რა მინდოდა, ხელის შეშლის უფლებას არაფერს მივცემდი. ეს ჩემი ხასიათია. თუ კარარაში იზრდები, მარმარილოსავით მყარი ხარ!! უბრალოდ ჰკითხეთ ჯიჯი ბუფონს ამის შესახებ..

ასეთი იყო ჩემი ოჯახი.. დედაჩემი ჩვენი სახლიდან მოშორებით საავადმყოფოში მედდად მუშაობდა. ის ძალიან მკაცრი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მოსიყვარულე დედა იყო. მას შეეძლო ერთ წუთში მზრუნველი მედდა ყოფილიყო და შემდეგ უცებ მკაცრი დედა გამხდარიყო..

მამა ყოველთვის უკეთესობისკენ მიბიძგებდა. როცა ბავშვი ხარ ეს ხშირად არ გესმის და ფიქრობ, რომ მშობლები შენზე გაბრაზებულები არიან, მაგრამ, როცა გავიზარდე, გავიაზრე, რომ მათ ჩემგან მეტი უნდოდათ, რადგან ჩემი სჯეროდათ!! მშობლებს გააზრებული ჰქონდათ, რომ ბავშვი, რომელიც ბურთის გარდა სხვა სათამაშოებზე უარს ამბობდა, ფეხბურთელი აუცილებლად გახდებოდა..

მე საკმაოდ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი და იქ ბავშვებისთვის საფეხბურთო სკოლები თითქმის არ არსებობდა.. ამის გამო, 8 წლის ასაკში პატარა საფეხბურთო აკადემიაში „პონზანოში“ ჩავირიცხე, რომელიც ჩემი სახლიდან 70 მილის მოშორებით მდებარეობდა. როგორც წესი, ხშირად ვაგვიანებდი.. ბუცებს მანქანაში ვიცვამდი. ჩვენი ძველი „ოპელ ვექტრა“ გვყავდა. დედას მანქანას გააჩერებდა, თუ არა დიდი სისწრაფით სტადიონისკენ მივრბოდი..

ამას 4 წლის განმავლობაში კვირაში 4 დღე ვაკეთებდით..

ძნელი იყო, მაგრამ ღირდა..

4 წლის შემდეგ, „ფიორენტინას“ აკადემიაში გადავედი. მე და დედას კიდევ უფრო დიდი გზის გავლა გვიწევდა, მაგრამ მას ერთი დღეც კი არ მივუტოვებივარ.. ეს გზა ერთად გავიარეთ!!

16 წლის ასაკში, „ფიორენტინას“ პირველ გუნდში უნდა მეთამაშა. ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ფორმაში ვიყავი, მაგრამ რუტინული ფიზიკური ჯანმრთელობის შემოწმების დროს, სამედიცინო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ რაღაც არასწორი იყო. ასე რომ, რამდენიმე დღის შემდეგ, ექიმთან დედასთან ერთად წავედი.

გავიკეთე რაღაც ტესტები და რამდენიმე რენტგენი. ამის შემდეგ ექიმი მოვიდა და ახალი ამბავი გვამცნო..

„ფედერიკო, როგორც ჩანს პრობლემაა..“

ვიფიქრე, 16 წლის ვარ.. ცხოვრების საუკეთესო ფორმაში ვარ. არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს..

„ფედერიკო, შენ გაფართოებული გული გაქვს. არ ვიცით რამდენად სერიოზულია ეს.. შესაძლოა საფეხბურთო კარიერა ვერ გააგრძელო..“

არა!! ეს შეუძლებელი იყო!!

ვერ დავიჯერე, ამის მოსმენაზე უარი ვთქვი.. დედა მამშვიდებდა..

ექიმმა მითხრა: „ჩვენ ამ ყველაფერს რამდენიმე კვირა უნდა დავაკვირდეთ. ასევე, ფეხბურთს 6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებ..“

ვიცოდი, რომ კარიერის განვითარების კრიტიკულ ეტაპზე ვიყავი. არ შემეძლო დროის ასე გაშვება. დედაჩემმაც იცოდა. საშინელი, საშინელი დღე იყო..

16 წლის, ფლორენციაში მარტო ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები მუშაობდნენ და დიდი ხნით ვერ ჩამოდიოდნენ. ვცდილობდი ემოციებს არ ავყოლოდი, მაგრამ ეს 6 თვე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი იყო..

დრო გავიდა.. უამრავი გამოკვლევის შემდეგ, დიეტური ცვლილებებითა და მედიკამენტებით ეს პრობლემა დავძლიე!!

და რატომღაც, როცა სრულყოფილად ვარჯიშის უფლება მომცეს ვფიქრობდი სურათზე, რომელსაც ადრე ვხედავდი..

გახსოვთ გვირაბზე რომ მოგიყევით? მივხვდი, რომ ის პატარა სინათლე, ის თეთრი ხაზი და ის მარმარილო მე ვიყავი!! მე ჩემს გზაზე, ჩემს მოგზაურობაში.. გვირაბი დაბრკოლება იყო..

მე ეს სურათი რამდენჯერ მქონდა ნანახი, მაგრამ წლები დამჭირდა იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავდა, რატომ მესიზმრებოდა..

როდესაც მსგავს რაღაცას განიცდი, შეუძლებელია არ შეიცვალო. უფრო ნათლად გავაცნობიერე ჩემი მოგზაურობის სისუსტე. როგორ გამიმართლა იმ პოზიციაზე, რომელზეც მე ვიყავი..

ასე რომ, როდესაც მივაღწიე უდიდეს ეტაპს - 2014 წელს დებიუტი სერია ა-ში და 2016 წელს ეროვნულ ნაკრებში!! ვიგრძენი, რომ ამ ყველაფრის დაფასება უფრო მეტად შემეძლო. ამ ყველაფერს ჩემი ოჯახის და მეგობრების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდი..

ჩემს ცხოვრებაში „ფიორენტინაში“ გატარებული პერიოდი ნამდვილად გამოსარჩევია. მაშინდელმა მწვრთნელმა პაულო სოუზამ ბევრი რჩევა მომცა. მან მითხრა, რომ წარმოუდგენლად ნიჭიერი ვიყავი და ჩემი შესაძლებლობის მქონე ფეხბურთელი ბევრს მიაღწევდა..

მისი თქმით, ჩემპიონობისთვის საკუთარ თავში ინვესტიცია უნდა ჩადო. ყველაფერი, რასაც აკეთებ, მოედანზე თუ მის მიღმა, გამარჯვებისკენ უნდა იყოს მიმართული - ასე ხდებიან მართლაც შესანიშნავი მოთამაშეები..

ეს არასდროს დამავიწყდება..

არც ის დამავიწყდება, თუ როგორ დავუახლოვდი დავიდე ასტორის..

ის ადამიანი, რომელიც ლიდერად დაიბადა. ის ვარჯიშებზე გამუდმებით გვასწავლიდა და წინ მიგვიძღოდა. ის ისეთი თბილი სულის მქონე ადამიანი იყო.. როდესაც ძირითადი შემადგენლობის წევრი გავხდი და რაიმე მაწუხებდა გამუდმებით მას მივმართავდი..

იცით? როდესაც გოლი გამქონდა და შემდეგ გუნდის ფოტოგრაფი სურათებს მიგზავნიდა, გამუდმებით პირველი სწორედ ასტორი მეხუტებოდა..

ჩემი მეგობარი.. ჩვენი კაპიტანი..

როგორც ბევრმა იცის, ის 2018 წლის მარტში ძილში გარდაიცვალა..

ის მხოლოდ 31 წლის იყო..

დავიდე გულის გაჩერებით გარდაიცვალა. და რამდენადაც ვცდილობ არ ვიფიქრო ჩემი გულის საკითხებზე, ასტორის სიკვდილი მკვეთრი შეხსენებაა: დრო მოკლეა და ჩვენ, ვინც ცოცხლები ვართ, ყოველთვის გვიმართლებს..

2017 წლის ზაფხულში, „იუვენტუსში“ გადასვლისას, დავიდეზე ბევრჯერ ვიფიქრე. ვუყურებდი ჩემი გოლების ძველ ვიდეოებს და ვხედავდი, რომ დავიდე დიდ დახმარებას მიწევდა. წასვლის წინ ველაპარაკე. მიხვდა, გამიგო.. მაგრამ ეს არ იყო ადვილი..

დავიდეს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მისი სათამაშო ნომრის სვირინგი გავიკეთე, რომელიც მარჯვენა მკლავზე ავე მარიას ლოცვის გვერდით მდებარეობს..

სადაც არ უნდა წავიდე.. ის გამუდმებით ჩემთან არის..

მე მორწმუნე ვარ. ყოველთვის ვიყავი და ერთ-ერთი რამ, რასაც მე მივყვები, არის იდეა, რომ ამ ცხოვრებით ჩვენ ვცხოვრობთ. რაღაცისკენ მიმავალ გზაზე ვართ.. მე მჯერა და თანახმა ვარ, რომ არსებობს უკეთესი ადგილი, უფრო წმინდა ადგილი, რომლისთვისაც ჩვენ მიწიერ ცხოვრებაში ბევრს ვიბრძვით.. და როცა იქ მივალ, პირველი ვის ნახვასაც მოვითხოვ ეს დავიდე ასტორია!!

ჩემი მეგობარი.. ჩვენი კაპიტანი..

ეს ყველაფერი, რაც მე გითხარით, არის ნაწილი იმისა, თუ ვინ ვარ და ვინ მინდა გავხდე..

იცით? წარმოუდგენლად ამაყი გავხდი, როცა „იუვენტუსის“ მაისური მოვირგე.. ეს კლუბი და ქალაქი ტურინი ნებისმიერს არ ჰგავს..

ყოველი კლიშე, რომელსაც იუვეს ყოველი ახალი მოთამაშე ავრცელებს გამარჯვებისა და კულტურის შესახებ - ეს ყველაფერი მართალია! მწვრთნელიდან დაწყებული ფიზიოთი და სამზარეულოს პერსონალით დამთავრებული… მათ ყველას მხოლოდ გამარჯვება სურთ. ეს გარკვეული სახის აკვიატებაა, რომელიც დღეს „ტორონტოშიც“ მაქვს..

როდესაც „იუვენტუსის“ ფორმას ვხედავდი, ვფიქრობდი იმ გვირაბზე.. მარმარილოზე ვფიქრობდი..  შავი.. თეთრი.. ეს ყველაფერი არის ის, რამაც აქამდე მომიყვანა..

და რაც არ უნდა იყოს შემდეგი, ამ ცხოვრებისგან უკვე ბევრი მივიღე..“ - მე ფედერიკო ბერნარდესკი ვარ

გაზიარება: