რომან აბრამოვიჩი
Aa
Aa

უარი უკრაინელებს - აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდვიდან მიღებულ თანხას არ რიცხავს

„ჩელსის“ ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბის გაყიდვიდან მიღებული თანხის უკრაინელებისთვის გადარიცხვაზე უარს ამბობს.

აბრამოვიჩი ხელმოწერას არ აკეთებს, რაც ბრიტანეთის მთავრობის მიერ გაყინული 2.3 მილიონი ფუნტის გასაცოცხლებლად აუცილებელია. ხსენებული თანხა კი უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთათვის უნდა გადაირიცხოს.

Daily Mail-ის ცნობით, აბრამოვიჩი ხელს არ აწერს, რადგან სურს, რომ თანხა უკრაინასა და რუსეთს შორის გადანაწილდეს.

„ჩელსის“ იძულებით გაყიდვის შემდეგ, აბრამოვიჩმა 2.5 მილიარდ ფუნტად გაყიდა. მის მფლობელობაში მყოფი კომპანიის ანგარიშზე 2.3 მილიარდი დაჯდა. ბრიტანეთის მთავრობამ ეს თანხა გაყინა და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში განბლოკავს, თუ აბრამოვიჩი მას სრულად დაზარალებულ უკრაინელებს გადაურიცხავს. თუმცა, რუსი ბიზნესმენი ამას არ აკეთებს.

წყაროს ცნობით, აბრამოვიჩს სურს, რომ თანხა უკრაინელების გარდა რუს დაზარალებულებსაც გადაერიცხოთ.

ბრიტანეთის მთავრობას გარანტიები სურს, რომ ბლოკის მოხსნის შემთხვევაში თანხა სრულად უკრაინელებს გადაერიცხებათ. ამ მომენტისთვის მათ ამირს გარანტია არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი 129-ე წუთზე - გიორგი გაგუას ალავესი ლა ლიგაში დაბრუნდა
გოლი 129-ე წუთზე - გიორგი გაგუას ალავესი ლა ლიგაში დაბრუნდა