კვარაცხელია: ანგისასთან საუბარმა ჩემთვის ყველაფერი შეცვალა
იტალიური პრესას ხვიჩა კვარაცხელიას კვიპროსთან მატჩამდე ესაუბრა და ქართველმა შემტევმა ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომლის მთავარი გმირი ზამბო ანგისა გახლავთ.
„ოჯახისგან, მეგობრებისგან და გუნდელებისგან დიდი მხარდაჭერა მივიღე. მაგრამ ანგისასთან საუბარი განსხვავებული, ფუნდამენტური იყო. ლაციოსთან მატჩამდე ოსიმენი, ანგისა, ელმასი და მე მატარებელში ვიყავით. მე და ანგისა საათზე მეტი ვსაუბრობდით და სიმართლე გითხრათ, ასე მთელი გულით არავისთვის მისმენია.
ის გულწრფელად მესაუბრა, დეტალურად ამიხსნა სერია A-ში არსებული სიტუაცია, ფეხბურთელების მახასიათებლები. მისი სიტყვები ჩემთვის ფუნდამენტური იყო. ის თვითშეფასებაში და თავდაჯერებაში დამეხმარა.
ამის შემდეგ, გუნდთან ერთად ფეხბურთის თამაში უფრო მეტად დავიწყე, ჩემი სტილი და თამაში შეიცვალა. მადლობა მას და ჩემ ყველა გუნდელს იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს“.
- ამბობს კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა და საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას შოტლანდიაში 20 ივნისს 22:45 საათზე გამართავს.