ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„კმაყოფილები არ უნდა ვიყოთ, შოტლანდიაში მიზანი გამარჯვებაა“

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსი დაამარცხა (1:2). ანგარიში 31-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. მე-40 წუთზე იოანის პიტასმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ზურიკო დავითაშვილმა 84-ე წუთზე გაიტანა - 2:1. მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა მედიასთან ისაუბრეს.

 

გიორგი მიქაუტაძე: "ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში ოთხი ქულა გვაქვს ორ თამაშში და ეს ძალიან კარგია. დღეს რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფის ლიდერს ვეთამაშოთ. იქაც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა".

ზურიკო დავითაშვილი: „იმედი მაქვს, შოტლანდიაში უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ და უკეთესი ხარისხით მოვიგებთ“.

შეგახსენებთ, მიმდინარე შესარჩევ ციკლში კვიპროსის ნაკრებმა პირველი მატჩი შოტლანდიასთან სტუმრად დათმო (3:0). ორი მატჩის შემდეგ კვიპროსის ნაკრებში ანგარიშზე 0 ქულაა.

თემურ ქეცბაიას გუნდი მესამე მატჩს ნორვეგიასთან სტუმრად 20 ივნისს გამართავს. ამავე დღეს, საქართველოს ნაკრები „ჰემპდენ პარკზე“ ჯგუფის ლიდერ შოტლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც საწყის სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა (კვიპროსი, ესპანეთი და ნორვეგია დაამარცხა). ვილი სანიოლის გუნდმა საწყის ორ მატჩში 4 ქულა დააგროვა, პირველ შეხვედრაში ბათუმში ნორვეგიასთან 1:1 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები