ბარსელონა, ვიტორ როკე, ატლეტიკო პარანაენსე
Aa
Aa

ბარსელონამ 18 წლის ამომავალ ვარსკვლავთან პირადი დეტალები შეათანხმა

დიდი ხანია კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი ტალანტის ვიტორ როკეს გადაბირება სურს. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ „ბლაუგრანამ“ 18 წლის ბრაზილიელთან პირადი დეტალები შეათანხმა. როკეს სურვილი მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაშია.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ მოლაპარაკებას ბარსას ყოფილი ფეხბურთელი დეკუ აწარმოებს, რომელიც კლუბს კიდევ ერთხელ შეხვდება და ამ საკითხზე გაესაუბრება.

რომანოს თქმით, კატალონიური გრანდი სხვა ტალანტების მიმართაც იჩენს ინტერესს, მაგრამ მათ ყველა გააფრთხილეს, რომ მთავარი პრიორიტეტი ვიტორ როკეა.

ცნობისთვის, 18 წლის თავდამსხმელი „ატლეტიკო პარანაენსეში“ 2022 წლიდან თამაშობს. დღემდე როკემ ყველა ტურნირზე ერთად 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბატინი: “გარსიამ ნაპოლის დონის გუნდი დაიმსახურა“
საბატინი: “გარსიამ ნაპოლის დონის გუნდი დაიმსახურა“