ზედიზედ მეორედ - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია
ანტალიაში ფარიკაობის ევროპის პირველობა ჩატარდა, სადაც მონაწილეობას სანდრო ბაზაძე იღებდა.
ქართველი მოფარიკავე, ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონი გახდა. სანდრომ ფინალში უნგრელი ანდრაშ სატმარი 15:11 დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო მოფარიკავის ტიტული დაიცვა.
შეგახსენებთ, რომ ბაზაძის ბრწყინვალე სერია გრძელდება. მიმდინარე წლის მაისში, სანდრო მსოფლიო თასს დაეუფლა.
ასევე გეტყვით, სანდრო FIE-ს რეიტინგის ნომერ პირველი ხმლით მოფარიკავე გახლავთ და ბოლო 12 პრესტიჟულ ტურნირზე გამუდმებით სამეულშია.
ცნობისთვის, ანტალიაში გამართულ ევროპის პირველობაზე ბაზაძემ მეოთხედფინალში ფრანგი ბოლად აპიტი 15:7 დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქ ენვერ ოლდირიმს იდენტური ანგარიშით 15:7 აჯობა.