კიმის შემცვლელი ცნობილია - ნაპოლის პერ შუური სურს
ახალი არავისთვის არის, რომ მომავალ სეზონში კიმ მინ-ჯე „ნაპოლის“ ღირსებას აღარ დაიცავს. „პარტენოპეი“ მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
იტალიური მედია ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ დე ლაურენტისი პერ შუურის გადაბირებას ცდილობს.
23 წლის ნიდერლანდელმა „ტორინოში“ შესანიშნავი სადებიუტო სეზონი შემოგვთავაზა და „ნაპოლის“ ყურადღება მიიპყრო. შუურსმა არც მეტი, არც ნაკლები ბრემერი ჩაანაცვლა და დაცვის ხაზში „ტორინოს“ ყველა პრობლემა მოუგვარა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი პირველად მიმდინარე წლის აპრილში შედგა, თუმცა „ნაპოლის“ ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია. DAZN-ის ცნობით, დე ლაურენტისი „ტორინოს“ სულ მალე მსუყე წინადადებით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯეს გადაბირება თავდაპირველად „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდა და ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა. კიმის გადაბირების მთავარი კანდიდატი მიუნხენის „ბაიერნია“.
Schuurs ➡️ Napoli ????
— DAZN Italia (@DAZN_IT) June 17, 2023
Ad oggi solamente un'idea????La trattativa non è ancora partita????
✍️ @OAccomando91 #Torino #DAZNMercato #DAZN pic.twitter.com/nXCKY6Lhhh