საბატინი: “გარსიამ ნაპოლის დონის გუნდი დაიმსახურა“
როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ მომავალი სეზონიდან რუდი გარსია უხელმძღვანელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვალტერ საბატინიმ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ საბატინი „რომას“ სპორტული დირექტორი მაშინ იყო, როდესაც „ჯალოროსის“ რუდი გარსია წვრთნიდა.
საბატინი:
„რუდი გარსია დიდებული მწვრთნელია, რომელიც „ნაპოლის" დონის გუნდს იმსახურებს. ვფიქრობ, ის შესანიშნავია არჩევანია. მას აქვს თვისებები, რომელიც „პარტენოპეის“ გამოადგება. რუდი კარგ შედეგს დადებს. ამაში დარწმუნებული ვარ.
მას საკმარისი კულტურა და გამოცდილება აქვს, რათა სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი კვლავ სკუდეტოსთვის აბრძოლოს. გარსიამ „რომაში“ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ის „ჯალოროსიში“ რთულ დროს მოვიდა, მაგრამ გუნდი კრიზისიდან ამოიყვანა. საერთო ჯამში, „ნაპოლიმ“ შესანიშნავი არჩევანი გააკეთა."
შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტიმ „ნაპოლის“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. ასევე, მისი ხელმძღვანელობით „პარტენოპეი“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 2-მატჩიან დუელში „მილანთან“ დამარცხდა.