“ეს თავდასხმაა“ - ჰაინერი კიმიხის ბარსელონაში წასვლას გამორიცხავს
კატალონიის „ბარსელონა“ ახალი ფეხბურთელების ძიებაშია. ერთ-ერთი ვარიანტი იოზუა კიმიხია, რომელზეც რამდენიმე დღის წინ, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერს მიესალმება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა კომენტარი გააკეთა.
ჰაინერი:
„არ მესმის რატომ ცდილობს „ბარსელონა“ ასე ღიად კიმიხის მოხიბვლას. ეს ჩვენს ფეხბურთელზე თავდასხმაა. იოზუა კიმიხი ჩვენი გუნდის ფუნდამენტური მოთამაშეა. ის მტკიცედ არის ჩვენს გამომავლო გეგმებში.“
Bayern president Hainer on Xavi words about Kimmich: “I don't understand why they [Barça] openly and offensively ‘flirt’ with our player. Joshua Kimmich is an absolute cornerstone for us”. ????⚠️ #FCBayern
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 17, 2023
“He's firmly in our plans for the future, for sure”, told @SkySport_Ben. pic.twitter.com/fhjN802WMR
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ კიმიხის გარდა ილქაი გიუნდოგანის და ზუბიმენდის გადაბირებასაც ცდილობს, თუმცა მას შემდეგ, რაც „სოსიედადის“ ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მისთვის ილარამენდის 4-ნომრიანი მაისური უფრო ღირებულია, ვიდრე ბუსკეტსი 5, მის ტრანსფერზე საუბრები შეწყდა.