პსჟ, სერჟიო კონსეისაუ, პორტუ
Aa
Aa

Le Parisien: პსჟ კონსეისაუს დანიშვნაზე მუშაობს

როგორც მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან „პარი სენ ჟერმენს“ კრისტოფ გალტიეს აღარ უხელმძღვანელებს.

ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებს გალტიეს. უახლეს ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ფრანგული გრანდი ახლა სერჟი კონსეისაუს დაყოლიებას ცდილობს. ნაერ ალ-ხელაიფს მისი დანიშვნა პირადად სურს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის სანაცვლოდ, „პარი სენ ჟერმენმა“ 10-მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, რადგან კონსეისაუს „პორტუსთან“ კონტრაქტი აკავშირებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანის უარის შემდეგ, პსჟ ლუის ენრიკეს და ჩაბი ალონსოს კანდიდატურასაც განიხილავდა. უახლესი ინფორმაციით კი, როგორც უკვე მოგახსენეთ მთავარი კანდიდატი კონსეისაუა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სილვა: რუსეთში გატარებული დრო ჩემ კარიერაში ყველაზე უარესია
სილვა: რუსეთში გატარებული დრო ჩემ კარიერაში ყველაზე უარესია