აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

GDS: დე ლაურენტისი ოსიმენის გასაყიდად მზადაა, თუ ამ თანხას მიიღებს...

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რუდი გარსია, რომელიც კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს უკვე ესაუბრა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ბუნებრივია, გარსიას აინტერესებდა, თუ რამდენად შეძლებდა კლუბი არსებული შემადგენლობის შენარჩუნებას. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვიქტორ ოსიმენის დარჩენა-არდარჩენა გახლავთ.

Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ დე ლაურენტისი ოსიმენის გაყიდვას არ გამორიცხავს, თუ შესაბამის შეთავაზებას მიიღებს.

„დე ლაურენტისმა ნათლად აჩვენა, რომ მზად არის ოსიმენი გაყიდოს, თუ მას სულ მცირე 120 მილიონ ევროს შესთავაზებენ. ეს მან გარსიასთან საუბრისას აღნიშნა. ის ამას ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაიმეორებს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

რუდი გარსიას სურს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნოს, თუმცა ყველაფერს დე ლაურენტისი აკონტროლებს და შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში ნიგერიელ ფორვარდს შეელევა, რაც რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ საგრძნობლად დაასუსტებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა მისტერ“ - კვარა სპალეტის დაემშვიდობა
„მადლობა მისტერ“ - კვარა სპალეტის დაემშვიდობა