გიორგი მიქაუტაძე, ვენსან კომპანი
Aa
Aa

„კომპანი მიქაუტაძეს რამდენჯერმე ესაუბრა, ბარნლის პრიორიტეტია...“

გიორგი მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესი აღარ გვიკვირს. ისიც ცნობილია, რომ ქართველი ფორვარდით პრემიერ ლიგიდან და სერია A-დან ინტერესდებიან.

ამჯერად იტალიური FootMercato წერს, რომ „ბარნლი“, რომელიც მიქაუტაძით უკვე ინტერესდება, კლუბისთვის და მათი მთავარი მწვრთნელისთვის ვენსან კომპანისთვის, ქართველის შეძენა პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი წარმოდგენები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც ჩვენი ვებ გვერდიდან შეიტყვეთ, მიქაუტაძემ მილანი უკვე აცდუნა. მაგრამ პაოლო მალდინის კლუბიდან წასვლამ ინტერესი ცოტათი გაანელა.

ბარნლი, რომელიც პრემიერ ლიგაში აღზევდა, კვლავ ადგილზეა და ინტერესს ინარჩუნებს. ვენსან კომპანი, რომელიც მიქაუტაძეს რამდენჯერმე ესაუბრა, რათა მისთვის კლუბის პროექტი აეხსნა, ფორვარდით ძალიან არის დაინტერესებული. ის მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ინგლისურ კლუბს იმედი აქვს, რომ ამ რბოლას მოიგებს. გაგრძელება იქნება...“

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის შეძენით ასევე ტურინის „იუვენტუსიც“ ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები