აურელიო დე ლაურენტისი, კრისტიანო ჯუნტოლი, რუდი გარსია
Aa
Aa

უცნაური ამბავი | ჯუნტოლიმ რუდი გარსიას დანიშვნა სოციალური ქსელებით შეიტყო

გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა გამოაცხადა და ლუჩანო სპალეტის შემცვლელად რუდი გარსია დაასახელა. „პარტენოპეისა“ და ფრანგ სპეციალისტს შორის თანამშრომლობის დაწყება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მათ შორის ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლიც იყო.

Calciomercato-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ჯუნტოლისთვის არ შეუტყობინებია, რომ რუდი გარსიას ნიშნავდა. „პარტენოპეის“ სპორტულმა დირექტორმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისე შეიტყო, როგორც ყველა დანარჩენმა - „ტვიტერზე“ „ნაპოლის“ ოფიციალური პოსტი ნახა.

როგორც ჩანს, ჯუნტოლის ნეაპოლური თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. კრისტიანოს დაქირავება „იუვენტუსს“ სურს და დიდი შანსია, ჯუნტოლიმ „ნაპოლი“ მალე დატოვოს. პრობლემა ისაა, რომ მას „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს და დე ლაურენტისი აპირებს, „ბებერ ქალბატონს“ ყველაფერი მაქსიმალურად გაურთულოს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯუნტოლისა და „ბიანკონერის“ შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია. ისინი 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ და კრისტიანოს ანაზღაურება სეზონში 1.5 მილიონი ევრო იქნება. იტალიური პრესის ცნობით, მის სანაცვლოდ „პარტენოპეი“ კომპენსაციას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“