გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt-მა ფასები განაახლა

ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ფასი გაიზარდა. 22 წლის შემტევი 6 მილიონი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 10 მილიონი ევროა.

ქართველ ფეხბურთელთა შორის, მიქაუტაძე მე-3 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მასზე წინ მხოლოდ გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებიან. „მამარდას“ ფასი 25 მილიონი ევროა, „კვარასი“ – 85 მილიონი.

გიორგი ლიგა 2-ში და „მეცში“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. 21-ე საუკუნეში დაბადებულ მოთამაშეთა შორის, ის 89-ე ადგილს იკავებს, ხოლო თავდამსხმელთა შორის 131-ე გახლავთ. ამრიგად, უკვე სამი ქართველი გვყავს, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 10 მილიონია.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო. მისით ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებული და „მილანზე“, „უდინეზეზე“, „იუვენტუსზე“, „ლიონსა“ და „ბარნლიზე“ დაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“