120 მილიონის გადახდაზე თანახმა არიან | ჩელსი კვარას შეძენას შეეცდება
ლონდონის „ჩელსი“ კატასტროფული სეზონის წარსულში დატოვებასა და შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. „არისტოკრატებს“ რამდენიმე სამიზნე ჰყავთ შერჩეული და Fichajes.net-ს თუ დავუჯერებთ, ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიაა.
„22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშით რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. ჩელსი ერთ-ერთი მათგანია. მაურისიო პოჩეტინომ მის ტრანსფერს მწვანე უკვე აუნთო და დიდი ხანია, კლუბის მფლობელის, ტოდ ბოელის რადარზე იმყოფება. ჩელსი მზადაა, მის გასაფორმებლად 120 მილიონი ევრო გადაიხადოს“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველივე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარტენოპეი“ 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სწორედ ხვიჩას ლიდერობით გახდა იტალიის ჩემპიონი, კვარა კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გასული სეზონის მიმდინარეობისას, ქართველი შემტევი „პარი სენ-ჟერმენს“, „ბაიერნს“, „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირეს. „ნაპოლი“ მის გაშვებას არ აპირებს და იტალიური პრესის ინფორმაციით, მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ძალიან მალე გამოაცხადებს.