ლეონ გორეცკა
Aa
Aa

გორეცკა: ტერ შტეგენმა მითხრა, ბედნიერები არიან ლიგაზე, რომ აგვცდნენ

სოციალურ ქსელებში სეზონის დასრულების შემდეგ უამრავი ირონიული ფოტო გავრცელდა, როცა „ბაიერნმა“ ბუნდესლიგა მოიგო და ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ერთ ჯგუფში ვეღარ მოხვდებოდნენ.

„ბარსას“ გაუხარდა, რომ „ბაიერნი“ ამჯერად აცდათ - ამის შესახებ მიუნხენელთა ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ ისაუბრა, რომელმაც ტერ შტეგენთან საუბრის შინაარსი გაასაჯაროვა.

„ბაიერნში დარჩენის გარდა სხვა გეგმები არ მაქვს მომავალი წლისთვის დიდი მიზნები გვაქვს.

ჩვენ უკვე ამ თემაზე ტერ შტეგენთან ერთად ვიხუმრეთ. მან მითხრა, რომ ბარსელონაში ძალიან ბედნიერები არიან, რომ გერმანიის ჩემპიონატი მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში ერთ ჯგუფში არ ვიქნებით.

ის, რომ ისევ ჩემპიონები ვართ, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მომავალ სეზონში ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძოლებთ“,

- განაცხადა გორეცკამ.

ბარსელონა და ბაიერნი თავიანთი ქვეყნების ჩემპიონები არიან და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში პირველ კალათაში იქნებიან. ამრიგად, ისინი ვერ შეძლებენ ჯგუფში ერთად მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავიდან სხვა გეგმა მქონდა“ - მესიმ აქტუალურ კითხვებს უპასუხა
„თავიდან სხვა გეგმა მქონდა“ - მესიმ აქტუალურ კითხვებს უპასუხა