ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ბარსელონას 49% შესაძლოა არაბმა შეიხებმა იყიდონ

„ბარსელონამ“ ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა კლუბის წილის 49% გაყიდოს.

El Chiringuito-ს ჟურნალისტის ხოსე ალვარესის თქმით, „ბლაუგრანა“ იურიდიული ფორმის შეცვლას განიხილავს.

ახლა „ბარსელონა“ ფორმალურად არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთლიანად კლუბის სოციოს წევრებს ეკუთვნის.

როგორც ამბობენ, კატალონიელები განიხილავენ კლუბის 49%-ის კერძო ინვესტორისთვის მიყიდვას, რათა ფინანსური პრობლემები მოგვარდეს.

ამ მიზნით, კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ბოლო კვირებში საუდის არაბეთს ეწვია და ახლა კატარში იმყოფება.

„კლუბი იკვლევს შერეული საკუთრების მოდელის ვარიანტს. ამ შემთხვევაში კლუბის უმეტესი ნაწილი მაინც სოციოსების მფლობელობაში იქნება, რომელიც საბოლოო სიტყვას იტყვის.

ბარსა ამ ვარიანტს განიხილავს, რადგან კლუბში რთული სიტუაციაა",

- განაცხადა ალვარესმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“, „რეალი“ და „ატლეტიკომ“ ლა ლიგის შეთავაზებას არ დათანხმდა, რომელიც CVC-ისთან ხელშეკრულებას ითვალისწინებდა, რაც მათ რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს მოუტანდა, თუმცა 50 წლით სატელევიზიო შემოსავლების 10%-ის დათმობა მოუწევდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარა
სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარა