სტერლინგი: დივიზიონში ეს ჩემი ბოლო ჩხუბი იქნება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა განაცხადა, რომ შონ ო’მალისთან ბრძოლა, ამ წონაში მისთვის ბოლო იქნება და შემდეგ დივიზიონს დატოვებს.
სტელინგი და ო’მალი საჩემპიონო ბრძოლას UFC 292-ზე 19 აგვისტოს გამართავენ.
„უნდა ვთქვა, რომ ო’მალისთან ეს ბრძოლა ჩემთვის წონაში ბოლო იქნება. არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებ, თუ წავაგებ. რომც წავაგო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დივიზიონიდან ო’მალიმ გამომაგდო. ეს განსხვავებული სიტუაციაა. უბრალოდ მე ვბერდები, გესმით? წონის დაკლება მიჭირს“.
- განაცხადა სტერლინგმა ერთ-ერთ იუთუბ არხთან საუბრისას.
როგორც ხედავთ, სტერლინგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი წასვლა, უპირველეს ყოვლისა, წონის კლებასთან დაკავშირებული სირთულეების გამოა.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ალჯო თავის უახლოეს მეგობარს მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარს უთმობს. რა თქმა უნდა, მერაბს ამისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ერთმანეთთან ჩხუბი არ სურდათ, რაც UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის გაღიზიანებას იწვევდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში სტერლინგმა (23-3) ყოფილ ჩემპიონთან ორ წონით კატეგორიაში ჰენრი სეხუდოსთან (16-3) ქამარი დაიცვა და მსაჯების გადაწყვეტილებით (47-48, 48-47, 48-47) მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ ალჯამეინ სტერლინგს MMA-ში 26 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 23 მოიგო.