ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ნაკრებში ჯანსაღი გარემოა, კონკურენტებს ერთმანეთის წარმატება გვახარებს“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა CrystalSport-თან ინტერვიუში სანაკრებო თემებზე ისაუბრა. გრაცის „შტურმის“ „ათიანი“ ეროვნულ გუნდში არსებულ გარემოზე საუბრობს, როცა ქართველი ფეხბურთელების პროგრესის ფონზე გაზრდილი კონკურენცია და წარმატებისკენ სწრაფვისთვის საჭირო ერთიანობა სინთეზშია. კიტეიშვილი ასევე საუბრობს სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკურ სეზონზე. 27 წლის ნახევარმცველი საკლუბო კარიერაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტოპ 5-ში თამაშის დიდი სურვილი აქვს.

ოთარ კიტეიშვილს ზოგადი სურათიდან გამომდინარე მისი თაობისა და ხვიჩას თაობის ფეხბურთელებს შორის განსხვავებაზე ვკითხეთ. ერთი კონკრეტული შეხვედრა გავიხსენეთ. კერძოდ, ევრო 2017-ის შესარჩევში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელსაც გია გეგუჩაძე წვრთნიდა, შვედეთთან გასვლით შეხვედრაში ძალიან სანახაობრივი თამაში აჩვენა. ის მატჩი დამატებულ წუთზე შვედეთმა მოიგო (3:2), თუმცა იმ შემადგენლობაში ბევრი ისეთი მოთამაშე იყო, რომელთა მიმართ დიდი ინტერესი იყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლეს. კერძოდ, ბაჩანა არაბული, ნიკა კაჭარავა, გიორგი ხარაიშვილი, ვაკო გვილია, გიორგი თევზაძე და სხვები. კიტეიშვილის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას თაობა განსხვავებულია, მათ თამაშის განსხვავებული ჟინი და მონდომება აქვთ.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე თვეში ორ მატჩს ჩაატარებს, 17 ივნისს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს სტუმრად შეხვდება, 20 ივნისს კი ასევე გასვლით შეხვედრაში შოტლანდიას დაუპირისპირდება. 

მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ჯერ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, ბათუმში ნორვეგიასთან 1:1 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები