„თავიდან სხვა გეგმა მქონდა“ - მესიმ აქტუალურ კითხვებს უპასუხა
Aa
Aa

„თავიდან სხვა გეგმა მქონდა“ - მესიმ აქტუალურ კითხვებს უპასუხა

ლეო მესიმ ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა, რომელიც ქომაგების უმრავლესობას აინტერესებს.

ინტერ მაიამიში კარიერის გაგრძელება

„თავდაპირველად ჩემი გეგმა სხვაგვარი იყო, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები ვართ. ცვლილებებისა და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მისი მნიშვნელობა გვესმის. ახლა ბედნიერები ვართ“.

მინდა კარგ ადამიანად დამიმახსოვრონ

„რაც არ უნდა მოხდეს შენს გზაზე, მცდელობა არ უნდა შეწყვიტო, მცდელობა ყოველთვის აუცილებელია და იმედი მაქვს, რომ არა მოგონებად, არამედ ახალი თაობისთვის მესიჯად დარჩება, რომელიც ასე ყურადღებით მიყურებს, ჩემზე ნერვიულობს და მიცავს.

მინდა, რომ პირველ რიგში როგორც ჩვეულებრივი, კარგი ადამიანი ისე დამიმახსოვრონ და არა უბრალოდ სპორტსმენი“.

2022 წლის მუნდიალის შესახებ

„მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მომეწონა, რადგან ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის ბოლო იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, რომ არ მოგვეგო, ახლა სანაკრებო კარიერა დასრულებული მექნებოდა.

არ შეიძლება, რომ საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერი მომეგო, მაგრამ ნაკრებში გამარჯვებისთვის ვერ მიმეღწია. ეს იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ რაღაც დამაკლდა. მაგრამ დღეს როგორც მსოფლიო ჩემპიონი გუნდს ვერ ვტოვებ, ამით უნდა დავტკბე. თუმცა ტურნირის მსვლელობის დროსაც მივიღე სიამოვნება. ჩვენი შემადგენლობის გათვალისწინებით, თავს სრულიად მშვიდად ვგრძნობდი“.

იქნება, თუ არა 2026-ის მუნდიალზე

„რაც ვთქვი ნორმალურია. ტურნირის დონის, ასაკისა და დროის გამო იქ ყოფნა გამიჭირდება. არის შესარჩევი მატჩები, კოპა ამერიკა. ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრი ნაადრევია“. - განაცხადა მესიმ TV Publica-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას სპორტული დირექტორი: „მამარდაშვილის ტრანსფერზე წინადადება არ მიგვიღია“
ვალენსიას სპორტული დირექტორი: „მამარდაშვილის ტრანსფერზე წინადადება არ მიგვიღია“