მანუჩარ მარკოიშვილი
Aa
Aa

მარკოიშვილი და მონაკო საფრანგეთის ჩემპიონია

„მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. სასიამოვნოა, რომ ამაში თავისი წვლილი ქართველსაც მიუძღვის. გუნდის მთავარი მწვრთნელის საშა ობრადოვიჩის ასისტენტად მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს.

„მონაკომ“ „ბულონს“ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 3:0 მოუგო.

მესამე და გადამწყვეტ შეხვედრაში „მონაკომ“ მეტოქეს 92:85 მოუგო.

მარკოიშვილის გუნდში ყველაზე მეტი 22-22 ქულა ჯერომ ბლოსომგეიმსა და ჯორდან ლოიდს ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ „მონაკომ“ პლეი-ოფში ფიანლურ სერიამდე ყველა შეხვედრის მოგება შეძლო (8:0).

„მონაკო“ ახალ სეზონშიც ევროლიგაში ითამაშებს, სადაც გასულ სეზონში პლეი-ოფამდე მისვლა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შაკილ ო'ნილი: „დედამიწა ბრტყელია!“
შაკილ ო'ნილი: „დედამიწა ბრტყელია!“