როგორ აღნიშნა სიტიმ ლიგის მოგება | „სრული სიგიჟე იყო, მარტო აკეს არ დაულევია“
„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა და „ქალაქელთა“ ფეხბურთელებმა ტიტული განსაკუთრებულად აღნიშნეს. მანჩესტერელთა მეკარემ, ედერსონმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქალაქელთა" ზეიმი სრული სიგიჟე იყო.
„სრული სიგიჟე იყო. 11-თვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, აუცილებელია, წარმატებით სიამოვნება მიიღო და ვალდებული ხარ, დალიო. სიტის ფეხბურთელთა 99 პროცენტმა ალკოჰოლი მიიღო და გაერთო. მოთამაშეთა უმრავლესობა მხოლოდ ორშაბათს გაჩერდა, თუმცა ეს გარდაუვალია და თითოეული მომენტით უნდა ისიამოვნო.
ის 1 პროცენტი, ვისაც არ დაულევია, ნათან აკეა. ის ალკოჰოლის მიღებაზე უარს ამბობს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც არ სვამენ, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს. ერთ-ერთი მათგანი რუბენ დიაში იყო და მისთვის ყველაფერი არც თუ ისე კარგად დასრულდა. ორი ჭიქის შემდეგ, ცუდად გახდა და ყველაზე სამარცხვინო ისაა, რომ გრილიშის დედის ჩანთაში აღებინა“.
შეგახსენებთ, რომ „ქალაქელებმა“ ფინალში „ინტერს“ სძლიეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი როდრიმ გაიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.