კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ახალი სკანდალი კონორის გარშემო | ირლანდიელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. TMZ-ის ინფორმაციით, ირლანდიელ მებრძოლს ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ და აცხადებენ, რომ NBA-ის სუპერფინალური სერიის ერთ-ერთი მატჩისას მან ქალბატონის გაუპატიურება სცადა.

NBA-ის საჩემპიონო ბეჭდებისთვის ერთმანეთს „დენვერ ნაგეთსი“ და „მაიამი ჰიტი“ დაუპირისპირდნენ. სუპერფინალური სერიის მე-4 შეხვედრა ფლორიდაში გაიმართა და მას მაკგრეგორიც დაესწრო, რომელმაც „მაიამის“ თილისმა, „ბერნი“ დაანოკაუტა და საავადმყოფოში გაგზავნა. ქალბატონის ადვოკატის, არიელ მიტჩელის თქმით, მისი კლიენტი კონორს სწორედ ამ მატჩისას შეხვდა.

მიტჩელმა განაცხადა, რომ ქალბატონი „მაიამის“ საშინაო არენას ტოვებდა, როცა მასთან ირლანდიელის დაცვის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, რომ კონორს სურდა, საპირფარეშოში შეხვედროდა. როგორც კი ქალბატონი საპირფარეშოში შევიდა, მაკგრეგორმა მასზე იძალადა. მაკგრეგორის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ქალბატონს საპირფარეშოს დატოვების უფლებას არ აძლევდნენ და სხვებს შიგნით შესვლას უკრძალავდნენ. კონორმა მას რამდენჯერმე აკოცა, აიძულა, ორალური სექსი ჰქონოდა და მისი გაუპატიურება სცადა.

მიტჩელის კლიენტი ირლანდიელს წინააღმდეგობას უწევდა და ერთ მომენტში იდაყვი ძლიერად მოარტყა, რის წყალობითაც, გაქცევა შეძლო. მან მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და სამართალდამცველებს საკუთარი ტანსაცმელიც გადასცა, რომელზეც მაკგრეგორის დნმ იყო დარჩენილი. TMZ-ის ინფორმაციას კონორის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ყველაფერი უარყვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვან დე ლოის შეუძლია შვებით ამოისუნთქოს“ - პორტუგალიური და ნიდერლანდური გამოცემები კვარაზე
„ვან დე ლოის შეუძლია შვებით ამოისუნთქოს“ - პორტუგალიური და ნიდერლანდური გამოცემები კვარაზე