ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, ვიქტორ ოსიმენი, ნიკოლო ბარელა
Aa
Aa

სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარა

სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა და ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები დაასახელა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5-ში იმყოფება და მასზე წინ მხოლოდ სამ ფეხბურთელს ვხედავთ.

პირველ ადგილს „კვარას“ თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი იკავებს. ნიგერიელი თავდამსხმელი Transfermarkt-ზე 120 მილიონ ევროდაა შეფასებული. ეს რეკორდული მაჩვენებელია. Transfermarkt-ზე სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელის ფასი 120 მილიონი არასდროს ყოფილა. აქამდე საუკეთესო შედეგი პაულო დიბალას ეკუთვნოდა, რომელსაც 2018 წელს 110 მილიონად აფასებდნენ.

მეორე პოზიციას „მილანის“ მარცხენა გარემარბი, რაფაელ ლეაუ იკავებს. პორტუგალიელი შემტევის ღირებულებამ 10 მილიონით მოიმატა და 90 მილიონი ევროა. მესამე პოზიციაზე ლაუტარო მარტინესს ვხედავთ - 85 მილიონი, მეოთხეზე კი კვარაცხელიაა, რომლის ფასიც ასევე 85 მილიონია. ხუთეულს „ინტერის“ ნახევარმცველი, ნიკოლო ბარელა ასრულებს - 75 მილიონი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველივე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ოსიმენს რაც შეეხება, მან მონაწილეობა სერია A-ს 32 მატჩში მიიღო და 26 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეც რიგითი გულშემატკივარი ვიქნები“ - ხვიჩა U21-ის ევროპაზე არ ითამაშებს
„მეც რიგითი გულშემატკივარი ვიქნები“ - ხვიჩა U21-ის ევროპაზე არ ითამაშებს