კრისტიან ვიერი
Aa
Aa

ვიერი: „იტალიას ნამდვილი ცხრიანები აკლია, ყველაფერი ვიდეოთამაშების ბრალია“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ვიერიმ საინტერესო განცხადება გააკეთა. „ბობომ“ იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ნამდვილი ცხრიანების ნაკლებობას უკავშირდება და ყველაფერი ვიდეოთამაშებს დააბრალა.

„1970-დან 2006 წლამდე, იტალიის ნაკრებს ყველა პოზიციაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავდა. ბერლინის შემდეგ, სრულმა წყვდიადმა დაისადგურა. მანჩინიმ სინათლე გააჩინა, ოღონდ ეს ბარელას, ჟორჟინიოს, ვერატისა და მათი მსგავსი ფეხბურთელების ხარისხზე კონცენტრაციის მოხდენით გააკეთა.

იტალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა და ნამდვილი ცხრა ნომერი გვაკლდა. რა არის ამის მიზეზი? ვფიქრობ, ეპოქა შეიცვალა. ჩვენ დროს, მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობდით, ახლა კი ბავშვებს აიპადები, მობილური ტელეფონები და ვიდეოთამაშები აქვთ. მათ ფეხბურთი არ აინტერესებთ“.

შეგახსენებთ, რომ ვიერის კარიერაში 476 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 236 გოლია. სხვადასხვა დროს, „ბობოს“ „ინტერის“, „მილანის“, „იუვენტუსის“, „ატლეტიკოს“, „სამპდორიასა“ და „ფიორენტინას“ რიგებში უთამაშია. იტალიის ნაკრებში მას 49 მატჩი აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატისთვის 21-წლამდე ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატისთვის 21-წლამდე ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია