გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

კვარას შემდეგ მიქაუტაძეც | გიორგი 21-წლამდე ნაკრებს ვერ დაეხმარება

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძეც ვერ ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ დატვირთული რეჟიმის გამო, ახალგაზრდული ნაკრების მაისურით თამაში რთული იქნება.

„ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემატკივარმა რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.

წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ“.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა თუ ოსიმენი? - Guardian-მა სერია A-ს სეზონი შეაჯამა
კვარა თუ ოსიმენი? - Guardian-მა სერია A-ს სეზონი შეაჯამა