ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

„მეც რიგითი გულშემატკივარი ვიქნები“ - ხვიჩა U21-ის ევროპაზე არ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

რას წერს ხვიჩა:

დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 25-კაციანი შემადგენლობა 16 ივნისს უნდა დაასახელოს.

21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები