„ნეაპოლს არანორმალური ფეხბურთელი ჰყავს“ - საბატინიმ ხვიჩაზე და ნაპოლიზე ისაუბრა
„რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, უალტერ საბატინიმ რადიო Napoli Centrale-ს ეთერში „პარტენოპეის“ საჩემპიონო სეზონზე ისაუბრა.
რას ამბობს საბატინი:
როგორ ჩაანაცვლებენ სპალეტის? ფეხბურთში ყოველთვის არის ჩანაცვლების შესაძლებლობა, ეს ფეხბურთის უკვდავების საიდუმლოებაა. რა თქმა უნდა ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ მეჩვენება, რომ ასეთ სიტუაციებს დე ლაურენტისი მიჩვეულია და ფანების ადგილზე ზომიერად მშვიდად ვიქნებოდი. იმ დონეს, რასაც სპალეტის „ნაპოლიმ“ მიაღწია, მარტივად ვერავინ მიაღწევს, მაგრამ გამოჩნდება ვინმე, ვინც გუნდს კვლავ აიყვანს ამ მწვერვალზე. მთავარი არის მიზანი. „ნაპოლის“ მარტოც შეუძლია მიზნის შესრულება, რადგან ამ გუნდზე პირველ რიგში ქალაქი ზემოქმედებს, ეს ბუნების ძალაა. ნეაპოლიტანელი ფანი რომ ვიყო, ამაში დარწმუნებულიც ვიქნებოდი.
სავარაუდო კანდიდატები? სოუზა „სალერნიტანას“ მწვრთნელია და არ მგონია, რომ მას „ნაპოლისთან“ შეთანხმებას მიაღწია. მაგრამ ეს იმის დასტურია, რომ დე ლაურენტისი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს და ბევრი ვარიანტი აქვს. რაც შეეხება გალტიეს, ის ყოველთვის მომწონდა. სათადარიგო სკამზე როგორც მეომარი, ისე ზის, მაშინაც კი, თუ პსჟ-ში ცუდი სეზონი ჰქონდა. რუდი გარსია? ბრწყინვალე მწვრთნელია. ძალიან კარგი ინტელექტუალი, რომელიც გასახდელში კარგ გარემოს ქმნის.
კვარაცხელია? მისი სახით, „ნაპოლის“ არანორმალური ფეხბურთელი ჰყავს. ბოლო თვეები მისთვის ისეთი კარგი არ ყოფილა, როგორც სეზონის პირველი ნახევარი და ამის გამო ის გაბრაზებულიცაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდის იმპულსზე მოქმედებს და ძალიან მნიშვნელოვანია. ჯორდანო-კარნევალე თუ კვარა-ოსიმენი? ჯორდანოს და კარნევალეს გუნდში მარადონა ჰყავდათ. როგორც ფეხბურთელს, კარეკას გამოვარჩევდი, ფენომენალური იყო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის აგვისტოში გადავიდა და სადებიუტო სეზონშივე შეძლო სკუდეტოს მოგება. ამასთან, ქართველი შემტევი სერია A-ში 2022/23 წლების საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.