11 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან - ქართველი მას-რესლერების ტრიუმფი
8-11ივნისს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მას-რესლინგში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი ქვლივიძე (90 კგ) და გიორგი ტალახაძე (+125 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ქვლივიძემ თავის წონით კატეგორიაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ აბსოლუტურ კატეგორიაშიც იასპარეზა და ქართულ ფინალში თავისზე ბევრად მძიმე გიორგი ტალახაძესთან დათმო ფინალური შეხვედრა, ბორჯომელმა გიგანტმა კი 2 ოქროს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ვერცხლის მედლებს გიორგი კვეტენაძე (80 კგ), დავით ზუმაძე (105 კგ) და ავთანდილ ახვლედიანი (+125 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ონიანმა (80 კგ), გიორგი გივიაშვილმა (80 კგ), ვალიკო ფიფიამ (105 კგ) და ზაურ გუბელაძემ (+125 კგ) დაისაკუთრეს.