გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

ძიუდოისტ გიორგი პაპუნაშვილს ხელში ფეიერვერკი აუფეთქდა

ტიტულოვან ქართველ ძიუდოისტს, გიორგი პაპუნაშვილს ხელში ფეიერვერკი აუფეთქდა. შემთხვევის შემდეგ, 31 წლის ძიუდოისტი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

გიორგი პაპუნაშვილის დაზიანების ზუსტი სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა როგორც დავით ავალიშვილი წერს, ტიტულოვანი ძიუდოისტი თავს კარგად გრძნობს და აქტიურ ძიუდოსაც მალე დაუბრუნდება.

„ჩვენი გორელი ფალავანი და ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე, გიორგი პაპუნაშვილი. სამწუხაროდ, დაზიანებული ფეიერვერკის აფეთქების გამო, რომელიც გიოს ხელში აუფეთქდა.

მადლობა უფალს კიდევ მინიმალურად, ამ სიტუაციაში გამოვიდა, რადგან, ასეთი ფეიერვერკს აფეთქების გამო, ძალზედ დიდი და, რთული ტრაგედიები ხდება ხოლმე.

ძალიან სამწუხაროა გიოს რომ ასეთი რამ დაემართა და, იმიტომ ვდებ ამ პოსტს, რომ ჩვენი ფალავნის ტრაგიკულ მაგალითზე, ჩვენ უფროსებმა, მშობლებმა, ბებია ბაბუებმა, არ უნდა დაუშვათ ის, რომ ბავშვებს ასეთი ფეიერვერკები ვუყიდოთ დაბადების დღეებზე, ან სხვა რაიმე დღესასწაულებზე რადგან, ასეთი აფეთქების გამო, მილიონობით ხალხი დასახიჩრდა

გიოს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და უფლის მფარველობას. კიდევ აუცილებლად იჭიდავებს და აუცილებლად მოიგებს უამრავ ტიტულებს“, - ნათქვამია ავალიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, სხვადასხვა წლების განმავლობაში გიორგი პაპუნაშვილს არაერთი ტიტული აქვს მოგებული, ყველაზე დასამახსოვრებელი კი 2016 წელს, ყაზანში გამართული ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში აღებული ოქროს მედალი მიიჩნევა. ამასთან, 2016 წლის ევროპის ღია პირველობაზეც პაპუნაშვილმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 წლის კოტე კაპანაძე პრაღის ევროპის თასის გამარჯვებულია
20 წლის კოტე კაპანაძე პრაღის ევროპის თასის გამარჯვებულია