თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ოლიმპია მილანო
Aa
Aa

შენგელიას 4 ქულა - ვირტუს ბოლონიამ მილანოსთან სხვაობა შეამცირა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 69:61 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 24 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 ქულას, 9 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მასპინძელთა გუნდს 13 ქულით, 5 მოხსნის და 3 შედეგიანი გადაცემით ჰაკეტმა ულიდერა, რომელსაც ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და გამარჯვება მეტწილად მისმა სწორმა მოქმედებებმა განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საერთო ანგარიში „ოლიმპიას“ სასარგებლოდ 2:1-ია. პირველი ორი დაპირისპირება სწორედ „მილანომ“ მოიგო. შემდეგი მატჩი კი 16 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ორივე თამაშის მოსაგებად ვემზადებით“ - ხვიჩას და ზურიკოს კომენტარები
“ორივე თამაშის მოსაგებად ვემზადებით“ - ხვიჩას და ზურიკოს კომენტარები