“ჩემს მომავალზე ახლა არ ვისაუბრებ“ - მოდრიჩი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა
ერთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს ნიდერლანდები და ხორვატია ხვდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ლუკა მოდრიჩს ჟურნალისტმა საკუთარ მომავალზე კითხვა დაუსვა, რაზეც ხორვატი ნახევარმცველი გაღიზიანდა.
მოდრიჩი:
„ახლა ფიქრი მხოლოდ ფეხბურთზე მსურს და სხვა არაფერზე. ჩვენ აქ ტიტულის მოსაგებად ვართ და წაგებაზე არ ვფიქრობ. გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს და კარგ შედეგს ველოდებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ სად გავაგრძელებ კარიერას. ამაზე მაშინ გავაკეთებ კომენტარს, როცა ერთა ლიგა დასრულდება.“
შეგახსენებთ, რომ ხორვატ ნახევარმცველს საუდის არაბეთიდან აქვს შეთავაზება. მოდრიჩს 2-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 70 მილიონ ევროს სთავაზობენ.
მადრიდული მედიის ინფორმაციით, ვეტერანმა ფეხბურთელმა არაბეთში გადაბარგებაზე უარი განაცხადა და „რეალში“ კიდევ ერთი წლით დარჩება. ხორვატიისა და ნიდერლანდების დაპირისპირება 14 ივნისს, თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
????MODRIC RECIBE una NUEVA OFERTA de ARABIA y medita ACEPTARLA y dejar el REAL MADRID.https://t.co/ioSjUpGdZz
— Ramón Álvarez de Mon (@Ramon_AlvarezMM) June 10, 2023