რეალი, ედენ აზარი, ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: “აზარის კარიერა მოკვდა“

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალი“ ედენ აზარმა დატოვა. ბელგიელმა შემტევმა „სამეფო კლუბში“ ვერ გაამართლა. მეტიც, მისი ტრანსფერი მთლიანად ჩავარდა და ყველას იმედი გაუცრუა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანურ მედიასთან ტონი კროოსმა ისაუბრა და განაცხადა, რომ აზარის კარიერა მოკვდა.

კროოსი:

„ჩვენთან გადმოვიდა ფეხბურთელი, რომელიც „რეალს“ საკმაოდ ძვირი დაუჯდა. მისი კარიერა კი მოკვდა. თანხა საკმაოდ დიდი იყო. ვერავინ იტყვის, რომ ამ ტრანსფერმა გაამართლა. მაგრამ მოდით ახლა პოზიტიურები ვიყოთ და ედენ აზარს წარმატება ვუსურვოთ. წინ საინტერესო სეზონი გველოდება. ჯუდ ბელინგემი საკმაოდ გაგვაძლიერებს.“

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „რეალში“ 2019 წელს „ჩელსიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. 2019 წლიდან დღემდე, ბელგიელმა ფეხბურთელმა ტრავმების გამო 249 მატჩი გამოტოვა.

ჯამში აზარმა „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 76-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: “ჯარიმის დარტყმა რონალდინიოს და მარადონას ყურებით ვისწავლე“
მესი: “ჯარიმის დარტყმა რონალდინიოს და მარადონას ყურებით ვისწავლე“