ტოტენჰემმა მეკარე შეარჩია | ჩელსიმ მამარდაშვილის შეძენა გადაიფიქრა
„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მსურველთა შორის „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ აღარ არიან. ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო და გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Sky Sports-ი ავრცელებენ და ლონდონური კლუბების გადაწყვეტილებებზე წერენ.
რომანოს ცნობით, „დეზებმა“ უგო ლორისის შემცვლელად დავიდ რაია შეარჩიეს, რომელიც „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია და მხარეები სატრანსფერო ფასზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „ფუტკრები“ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ, ლონდონელებს კი იმედი აქვთ, რომ მათ დათმობებზე წასვლაზე დაიყოლიებენ.
David Raya has accepted all details of Tottenham contract proposal, personal terms are agreed as reported on Sunday ⚪️???????? #THFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 14, 2023
Conversation ongoing between clubs to reduce £40m asking price. Spurs, on it. Chelsea didn’t meet his agent 2 weeks ago despite reports. pic.twitter.com/f6pHBD6Elb
„ჩელსის“ რაც შეეხება, „არისტოკრატების“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აპირებს, კეპა არისაბალაგა ნომერ პირველი მეკარე გახადოს. Sky Sports-ის მიხედვით, არგენტინელი სპეციალისტი კეპათი კმაყოფილია და ანდრე ონანას, გიორგი მამარდაშვილის ან რობერტო სანჩესის გაფორმებას არ გეგმავს.
ბრიტანული გამოცემის მიხედვით, სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსის“ სხვა პრიორიტეტები ექნება. ლონდონური გრანდის ერთ-ერთი მიზანი ედუარ მენდის გაშვებას უკავშირდება და „არისტოკრატები“ სარეზერვო გოლკიპერს ეძებენ.