ხვიჩა კვარაცხელია, დონეცკის შახტარი, გეორგი სუდაკოვი
Aa
Aa

„კვარას და სუდაკოვის მსგავსება? ორივე ძლიერია, მაგრამ... - შახტარის აღმასრულებელი ასისტენტი

დონეცკის „შახტარის“ პრეზიდენტის მრჩეველმა და აღმასრულებელმა ასისტენტმა, კარლო ნიკოლინიმ Sport Italia-სთან ვრცელი ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ ისაუბრა.

ნიკოლინი წარმოშობით იტალიელია და Sport Italia-ს დაინტერესებაც სწორედ ამან გამოიწვია. 53 წლის სპეციალისტმა ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და „შახტარის“  20 წლის ტალანტის, გეორგი სუდაკოვის მსგავსებაზეც დააფიქსირა თავისი მოსაზრება.

რას ამბობს ნიკოლინი:

ცოტა ხნის წინ, მიხაილო მუდრიკი ჩელსიში გავუშვით და როგორც ტრანსფერი, ცუდი არ ყოფილა. ვცდილობთ, ფეხბურთელების დამატების დროს სხვებზე სწრაფად ვიმოქმედოთ, მაგალითად, ახლა, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დროს ეკვადორელი ტალანტი ვიპოვეთ, მანამდე კი კიდევ ერთი ტალანტი საქართველოდან დავიმატეთ. ერთი შეხედვით, ისინი მეორე დონის ლიგებიდან არიან, თუმცა ვნახეთ, რა გააკეთა კვარაცხელიამ იტალიაში.

ჰგვანან თუ არა სუდაკოვი და კვარაცხელია? ისინი აბსოლუტურად განსხვავებული მოთამაშეები არიან. რაც კვარამ აჩვენა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ის ნაპოლამდე ჯერ საქართველოში დაბრუნდა, უბრალოდ წარმოუდგენელია. „ნაპოლიმ“ ყველას დაასწრო და მასში დაბანდებული თანხაც გამართლდა. რა თქმა უნდა, მის შესახებ ჩვენთვის, ინსაიდერებისთვის ცნობილი იყო, თუმცა უხეშად რომ ვთქვათ, ის მაშინ არავინ იყო. საფეხბურთო სამყაროსთვის უცნობი ქვეყნიდან მოდიოდა და მასში ფულის ჩადება არავის სურდა. რაც შეეხება სუდაკოვს, გასული სეზონი მან კარგად ჩაატარა და ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადადის. არა მგონია, რომ ახლა მასში რომელიმე კლუბმა კვარაცხელიას მსგავსი ინვესტიციის ჩადება მოისურვოს, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე დაფასებული და ძლიერი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ პირველივე სეზონში გახდა იტალიის ჩემპიონი და ამასთან, სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუვეში მისი ტრანსფერი ჯანსაღ კონკურენციას შექმნის“ - ilBiancoNero მიქაუტაძეზე
„იუვეში მისი ტრანსფერი ჯანსაღ კონკურენციას შექმნის“ - ilBiancoNero მიქაუტაძეზე