ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი ილიაზე: „სატიტულო ბრძოლისთვის ემეტის დანოკაუტება სჭირდება“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ვოლკი“ Fight Nation-ის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ ჯოშ ემეტის დამარცხების შემთხვევაში, „ელ მატადორი“ სატიტულო ბრძოლის მიღების პრეტენდენტებს შორის მოხვდება.

„თოფურია მომდევნო ბრძოლას ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს და ხმაურიანი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, პრეტენდენტთა შორის მოხვდება. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ილია ტოპ 15-ში უფრო მაღალ პოზიციას იკავებდა, მაგრამ თუ ემეტს დაანოკაუტებს, სატიტულო ბრძოლის მიღების კანდიდატთა შორის იქნება.

ვნახოთ, რა მოხდება და მომდევნო ჩხუბის შემდეგ, თოფურიას როგორი პიარი ექნება. ილია ნამდვილად არის მებრძოლი, რომელთან ჩხუბზეც მიფიქრია. თუ თოფურია გაიმარჯვებს, ხალხი ლაპარაკს დაიწყებს, რომ მას არ შევხვედრილვარ და ა.შ, ეს კი ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ში მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით, 25 ივნისს გამართავს. MMA-ში „ელ მატადორი“ დაუმარცხებელია, მისი ბალანსი 13:0-ზეა. ემეტს რაც შეეხება, მას 22 ბრძოლა აქვს გამართული და 18-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა | Football Italia-მ ნაპოლის სეზონი შეაჯამა
საუკეთესო ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა | Football Italia-მ ნაპოლის სეზონი შეაჯამა