რეალი, პსჟ, კილიან მბაპე
Aa
Aa

“ტყუილია“ - მბაპემ რეალში ტრანსფერი უარყო

დღეს კილიან მბაპეს და მადრიდის „რეალის“ საკითხი ყველაზე აქტუალური საკითხია. ფრანგი ფეხბურთელი კვლავ „სამეფო კლუბს“ დაუკავშირეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

მბაპე:

„ტყუილი!! რაც უფრო დიდია, მით უფრო სწრაფად ვრცელდება. მე უკვე ვთქვი, რომ მომავალ სეზონში პსჟ-ში ვითამაშებ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ.“

შეგახსენებთ, მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს და კონტრაქტის მიხედვით, მისი 1 სეზონით გახანგრძლივება შეეძლო. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კილიანმა ამაზე უარი თქვა და კლუბს სამომავლო გეგმების შესახებ წერილი გაუგზავნა, ახლახან კი ამ წერილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა.

როგორც ბრიტანული Times-ი წერს, ზემოთ ხსენებული წერილი გასული წლის ივლისით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ მბაპემ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის ამოქმედებაზე უარი კლუბთან კონტრაქტის გაფორმებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ თქვა.

საბოლოო ჯამში, როგორც კილიანის „ტვიტერის“ გვერდიდან შევიტყვეთ ეს ყველაფერი ტყუილია და 24 წლის სუპერვარსკვლავი მომავალ სეზონში კვლავ „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიდანი: „მწვრთნელობა უფრო დამღლელია, ვიდრე ფეხბურთელობა“
ზიდანი: „მწვრთნელობა უფრო დამღლელია, ვიდრე ფეხბურთელობა“