ფაბიო კანავარო
Aa
Aa

ნაპოლი ჩემპიონი გახდა და პირობა შეასრულა | კანავარომ ველოსიპედით 254 კმ გაიარა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფაბიო კანავარო ნეაპოლში დაიბადა და ამ ქალაქის გუნდს, „ნაპოლის“ მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის მიმდინარეობისას კანავარომ პირობა დადო, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონობის შემთხვევაში, რომიდან ნეაპოლამდე ველოსიპედით ჩავიდოდა და ფაბიომ სიტყვა არ გატეხა.

„პარტენოპეიმ“ სეზონი ტრიუმფით დაასრულა და კანავარომ პირობა ახლახან შეასრულა. რომიდან ნეაპოლამდე 254 კილომეტრია, რომელიც ფაბიომ საკუთარ მეგობრებთან ერთად დაფარა. მან სოციალურ ქსელებში მგზავრობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ნეაპოლში ჩასასვლელად 6 საათი და 55 წუთი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონი 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, 90 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 16 ქულით გაუსწრო. ქართველმა ფეხბურთელმა „პარტენოპეის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და 12 გოლი და 10 ასისტი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე