ყაზახეთის გრანდ სლემზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-18 ივნისს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოისტთა გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც მიიღებს.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საგულისხმოა, რომ -60 კგ. წონითი კატეგორიის გამოკლებით, საქართველოს ნაკრები ყველა წონაში 2-2 ძიუდოისტით გამოვა.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:
-66 კგ. - გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე.
-73 კგ. - კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი.
-81 კგ. - ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე.
-90 კგ. - ვლადიმერ ახალკაცი, ბაქარ ერაშვილი.
-100 კგ. - ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი.
+100 კგ. - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.
როგორც ხედავთ, ბექა ღვინიაშვილი -100 კგ. წონით კატეგორიაშია ჩაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 წლის ძიუდოისტმა წონა შეიცვალა და -90 კგ.-ის მაგივრად, ყაზახეთში სწორედ -100 კგ. წონით კატეგორიაში წარდგება.