კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელი: „საქართველოსთან მოსაგებად ვიბრძოლებთ“
კვიპროსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, იოანის კუსულოსმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა, რომლებსაც მისი გუნდი საქართველოსა და ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. კუსულოსის თქმით, კვიპროსი საქართველოსთან გასამარჯვებლად იბრძოლებს და გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
„მომზადებას განვაგრძობთ, რათა მოახლოებულ მატჩებს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ. დადებითი შედეგები გვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომდევნო მატჩებში მიზანს მივაღწიოთ. როგორც გუნდი, ვეცდებით, საქართველოსთან გამარჯვება მოვიპოვოთ და გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების დაპირისპირება 17 ივნისს გაიმართება. „ჯვაროსნები“ სტუმრის რანგში იქნებიან და შეხვედრა თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. მე-3 ტურში, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე შოტლანდია გახლავთ, რომელთანაც 20 ივნისს ვითამაშებთ.
ცნობისთვის, კვიპროსის ნაკრებს 1 შეხვედრა აქვს გამართული და შოტლანდიასთან 0:3 წააგო. საქართველოს ანგარიშზე 1 ქულაა და „ჯვაროსნები“ ლიდერ შოტლანდიას 5 ქულით, ხოლო მეორეადგილოსან ესპანეთს 2 ქულით ჩამორჩებიან.