საუდის არაბეთი გამოირიცხა - მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
რამდენიმე დღის წინ, ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ ლუკა მოდრიჩს საუდის არაბეთიდან დაუკავშირდნენ და ტრანსფერი შესთავაზეს.
ხორვატ ნახევარმცველს მაგიდასთან 2-წლიანი ხელშეკრულება და წელიწადში 70 მილიონი ევრო ედო, თუმცა, როგორც ჩანს უარი განაცხადა.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა Madrid Xtra იუწყება, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.
ეს ამბავი მოულოდნელი არ არის, რადგან მოდრიჩმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სეზონის დასრულებამდე განაცხადა.
ასევე, მადრიდის „რეალში“ რჩება ტონი კროოსი, რომელსაც გასული სეზონის შუა ნაწილში კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ფლორენტინო პერესმა გადააფიქრებინა.
????????️| CONFIRMED: Luka Modric has SIGNED his contract with Real Madrid until 2024. @AranchaMOBILE via @RM4Arab pic.twitter.com/BeKvKEebrM
— Madrid Xtra (@MadridXtra) June 12, 2023