კულიბალი ალ იტიჰადში? - მოლაპარაკება დაწყებულია
როგორც მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა „ალ იტიჰადის“ ფეხბურთელია. არაბულ კლუბს, ფრანგი თავდამსხმელის გადაბირების შემდეგ, მადა გაეხსნა და ბოლო ინფორმაციით ნგოლო კანტეს შეძენას ცდილობდა.
ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არსებოს, თუმცა დღეს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
„ალ იტიჰადი“ კალიდუ კულიბალის გადაბირებით ინტერესდება. არაბული მხარე „ჩელსის“ ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა და საკუთარი პირობები გააცნო. ჯერჯერობით არ სახელდება სატრანსფერო ღირებულება და კულიბალის წლიური ანაზღაურება.
Saudi Arabia's PIF have approached Chelsea defender Kalidou Koulibaly (31), who is open to talks - they would like him to join Al-Ittihad but would allow him to join whichever Saudi side he wanted - the situation. https://t.co/IEPvaPLjRh
— Get French Football News (@GFFN) June 12, 2023
Goal.Com-ის ინფორმაციით, თუ კულიბალის საუდის არაბეთში მოუნდება თამაში, მას თავისუფლად შეეძლება ნებისმიერი კლუბის არჩევა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებული არ იქნება, რომ „ალ იტიჰადში“ ითამაშოს.
ამ მომენტისთვის, ლონდონური კლუბი კულიბალის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და როგორც ირკვევა, კულიბალისაც სურს გადასვლა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არაბების სარფიანი შეთავაზებაა.
შეგახსენებთ, რომ სენეგალელი უკანახაზელი „არისტოკრატებს“ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ჯამში კალიდუმ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 32-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.