რეალის ახალი 7-იანი - ვინისიუს ჯუნიორი
მადრიდის „რეალში“ ცვლილებებია. გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბი“ ედენ აზარმა, მარკო ასენსიომ, მარიანო დიასმა და კარიმ ბენზემამ დატოვეს.
შესაბამისად მათი სათამაშო ნომრები გათავისუფლდა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან 7-ნომრიან მაისურს ვინისიუს ჯუნიორი მოირგებს, ხოლო როდრიგო გოეში 11-ს.
ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს გზას უწინასწარმეტყველებენ და 7-ნომრიანი მაისური მისთვის მართლაც სიმბოლურია.
შეგახსენებთ, რომ ჯუნიორმა ბოლო ორ სეზონში საოცარ პროგრესს მიაღწია და კარიმ ბენზემასთან ერთად „რეალის“ ლიდერი გახლდათ. გასულ სეზონში კი ვინისიუსმა ყველა ტურნირზე ერთად „ბლანკოსის“ მაისური 55-ჯერ მოირგო, 23 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.