პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ლიონელ მესი
Aa
Aa

პეპი: “სიტის ეს წარმატება მესის მუნდიალის მოგებას უდრის“

პეპ გუარდიოლამ და „მანჩესტერ სიტიმ“ ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს. „ქალაქელებმა“ მიმდინარე სეზონში ტრიპლეტი მოიგეს. ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა და Fa Cup.

ესპანელი სპეციალისტი, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებას 12 წლის განმავლობაში ცდილობდა. უკანასკნელად მან ეს „ბარსელონასთან“ ერთად 2011 წელს გააკეთა.

„სიტის“ დამრიგებელმა აღნიშნული წარმატება ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შეადარა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„წლევანდელი სამუშაო დასრულებულია. ჩემი თავის შედარება მესისთან არ მსურს, მაგრამ „სიტის“ წარმატება მესის მუნდიალის მოგებას უდრის. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიტანჯებოდით. დავმარცხდით ფინალში „ჩელსისთან“ და შარშან ნახევარფინალში „რეალთან“.

დღეს ძალიან ბედნიერები ვართ და შეგვიძლია ბოლომდე გავერთოთ. „ინტერს“ თავისუფლად შეეძლო გამარჯვება. ასე რომ მომხდარიყო, ახლა აქ არ ვიქნებოდი და ამ ინტერვიუს არ ჩავწერდი. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ფეხბურთის უმაღლეს დონეზე ავედით.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ როდრის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. პეპ გუარდიოლა კი გახდა პირველი მწვრთნელის ისტორიაში, რომელმაც ტრიპლეტი ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა