მამარდაშვილზე სერიოზულად ფიქრობენ | ჩელსის სატრანსფერო გეგმები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ლონდონის „ჩელსის“ პრიორიტეტი მაღალი დონის მეკარის დამატება იქნება. ბრიტანულმა Standard-მა „არისტოკრატების“ სატრანსფერო გეგმებზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა და „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ახსენა.
როგორც Standard-ი წერს, „ლურჯების“ ახალი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მთავარი სამიზნე „ინტერის“ გოლკიპერი, ანდრე ონანაა. „ნერაძური“ მის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს და უკან დახევას არ აპირებს, ლონდონელებს კი იმედი აქვთ, რომ ტრანსფერში ფეხბურთელებს ჩართავენ და თანხა შემცირდება.
ონანას „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს და მზადაა, კარიერა „ჩელსიში“ გააგრძელოს. „არისტოკრატების“ გარდა, მისით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდება, მაგრამ „ჩელსისთვის“ ონანა ნომერ პირველი სამიზნე გახლავთ. Standard-ის ცნობით, „ლურჯები“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ და მამარდაშვილი სერიოზული ალტერნატივაა. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, „ლურჯების“ ნომერ მეორე სამიზნე სწორედ ქართველი ფეხბურთელი გახლავთ და თუ „ინტერი“ ვერ დაიყოლიეს, მის ტრანსფერზე გადაერთვებიან.
Chelsea will discuss a move for Andre Onana in the coming weeks:
— Nizaar Kinsella (@NizaarKinsella) June 12, 2023
- Asking price is currently around £50m,
- Player open to the move but Man United are also interested,
- Valencia's Mamardashvili is considered a strong alternativehttps://t.co/2LwmBDwQDX #CFC #MUFC
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ 2022-23 წლების ლა ლიგის სეზონში „ვალენსიაში“ ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და გუნდის ელიტაში დარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.