ლივერპული, რეალი, ფედე ვალვერდე
Aa
Aa

ოფიციალური შეთავაზება - ლივერპულს ფედე ვალვერდე სურს

ესპანური გამოცემა El Nacional საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალს“ ფედე ვალვერდეს თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

მერსისაიდელებმა ურუგვაელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, „ბლანკოსს“ 60 მილიონი ევრო შესთავაზეს, რომელიც იმ წამსვე დაიბლოკა. „სამეფო კლუბი“ საკუთარ ფეხბურთელს მინიმუმ 100 მილიონ ევროდ აფასებს.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელები მეორე შეთავაზების გაკეთებას აპირებენ, რომელიც 80 მილიონ ევროს ითვალისწინებს, თუმცა, თუ წყაროს დავუჯერებთ ფლორენტინო პერესი ფედეს გაყიდვას არ გეგმავს.

ამ ინფორმაციას Goal.Com-იც ადასტურებს და წერს, რომ პერესის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა ჯუდ ბელინგემის გადმოსვლამ იმოქმედოს. ამ მომენტისთვის, „რეალის“ ნახევარდაცვის ხაზში უამრავმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ ვალვერდე „სამეფო კლუბს“ 2016 წელს შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში 2017 წელს გამოჩნდა. 2017 წლიდან დღემდე, ურუგვაელმა ნახევარმცველმა მადრიდული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 204-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰიონესი სიტის ჩემპიონობაზე: მათი ფული უსასრულოა, საუდის არაბეთიდან ხიფათი მოდის
ჰიონესი სიტის ჩემპიონობაზე: მათი ფული უსასრულოა, საუდის არაბეთიდან ხიფათი მოდის