სილვიო ბერლუსკონი
Aa
Aa

სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

გავლენიანი იტალიური გამოცემის, Corriere della Sera-ს ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა. „მილანის“ ყოფილი მფლობელი საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

ბერლუსკონი მილანში მდებარე სან რაფაელეს ჰოსპიტალში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. აპრილში, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და აღნიშნულ საავადმყოფოში 45 დღე გაატარა. გასულ პარასკევს, იგი საავადმყოფოში კიდევ ერთხელ გადაიყვანეს, რადგან ლეიკემიის ფონზე, პნევმონია განუვითარდა.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი „როსონერის“ 1986-დან 2017 წლამდე ფლობდა. „მილანიდან“ წასვლის შემდეგ, იგი „მონცაში“ მუშაობდა და კლუბს სერია A-ს საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. საფეხბურთო სამყარო ბერლუსკონის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურა და მის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოუზამ წინადადება მიიღო | ნაპოლის ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია
სოუზამ წინადადება მიიღო | ნაპოლის ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია