ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„იმედია სამართალი იზეიმებს“ - ბორდოს მატჩის საქმეზე ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორეადგილოსნის ვინაობა დღეს გაირკვევა. ჩემპიონატის ბოლო ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „როდეზს“ დაუპირისპირდა და მატჩი მას შემდეგ შეწყდა, რაც ჟირონდელთა ქომაგმა სტუმართა ფეხბურთელს, ლუკას ბუადესს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, მატჩი გადათამაშდება თუ „ბორდოს“ დასჯიან და წაგებას ჩაუთვლიან, რის შემდეგაც უმაღლეს დივიზიონში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ აღზევდება.

საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილებას „ანსიც“ მოუთმენლად ელის. თუ „როდეზს“ მოგება ჩაეთვალა, „ანსი“ ლიგა 2-დან გავარდება და ფრანგული კლუბის ფეხბურთელს, აჰმედ კაშის იმედი აქვს, რომ სამართლიანი ვერდიქტი იქნება გამოტანილი.

„იმედია, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ დამტკიცდება, რომ როდეზმა ხრიკები გამოიყენა, რათა მატჩი მოეგო, ვიმედოვნებ, სათანადოდ დაისჯებიან. იმედია, მატჩი განახლდება და საუკეთესო გაიმარჯვებს. ლოდინის გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია და ვფიქრობ, დღეს არაფერი დასრულდება. სირცხვილი და სისასტიკე იქნება თუ ასეთი გადაწყვეტილების გამო გავვარდებით“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ ქომაგის თავდასხმის შემდეგ, „როდეზის“ ფეხბურთელმა მინდორზე რამდენიმე წუთი გაატარა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ტვინის შერყევის ნიშნები დაუდგინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰიონესი სიტის ჩემპიონობაზე: მათი ფული უსასრულოა, საუდის არაბეთიდან ხიფათი მოდის
ჰიონესი სიტის ჩემპიონობაზე: მათი ფული უსასრულოა, საუდის არაბეთიდან ხიფათი მოდის