ანდრე ონანა
Aa
Aa

ჩელსი ონანას არ ეშვება | კულიბალი და ლუკაკუ ინტერს

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი სატრანსფერო გეგმა მაღალი დონის მეკარის დამატებაა. „არისტოკრატებს“ იმედი აქვთ, რომ „ინტერის“ გოლკიპერს, ანდრე ონანას გადაიბირებენ და ბრიტანული პრესის ცნობით, „ნერაძურის“ წინადადებითაც მიმართეს.

„შავ-ლურჯები“ ონანას სანაცვლოდ 55 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ, „ჩელსის“ კი ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა სურს. The Sun-ის ინფორმაციით, „ლურჯების“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ონანას დიდი გულშემატკივარია და კლუბის ხელმძღვანელებს მისი გაფორმება მოსთხოვა.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „არისტოკრატები“ თანახმა არიან, ონანას სანაცვლოდ „ინტერს“ კალიდუ კულიბალი და რომელუ ლუკაკუ დაუთმონ. მილანელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდი შანსია, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ეს „ჩელსის“ პირველი წინადადება არაა. „სტემფორდ ბრიჯელებმა“ მილანელებს გარკვეული თანხა და ონანას ტრანსფერში კეპა არისაბალაგას ჩართვა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. თუ ონანამ კლუბი დატოვა, „ინტერი“ „ემპოლის“ ფეხბურთელის, გულიელმო ვიკარიოს გადაბირებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიჟური ფინალი: გოლი 94-ე წუთზე - რანიერიმ კალიარი სერია A-ში დააბრუნა
გიჟური ფინალი: გოლი 94-ე წუთზე - რანიერიმ კალიარი სერია A-ში დააბრუნა