მასობრივი ჩხუბი რინგზე | ფლოიდის საჩვენებელი ბრძოლა ქაოსში გადაიზარდა
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა მორიგი საჩვენებელი ბრძოლა გამართა. მისი მეტოქე ჯონ გოტი მესამე გახლდათ და დაპირისპირება, რომელსაც ფლორიდამ უმასპინძლა, ქაოსში გადაიზარდა და მასობრივი ჩხუბით დასრულდა.
MAYWEATHER IS HAVING THE TIME OF HIS LIFE DOING THESE EXHIBITIONS ????????????#Boxing #MayweatherGotti
— Danny (@dantheboxingman) June 12, 2023
????????????????????????????
pic.twitter.com/nBlzaClUfE
ბრძოლის მიმდინარეობისას, მოკრივეები ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებასა და დაცინვას არ ერიდებოდნენ. მთავარმა არბიტრმა, კენი ბეილესმა მათ რამდენჯერმე მოუწოდა დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ მისი სიტყვები ყურად არ იღეს და საბოლოოდ, ბეილესმა მე-6 რაუნდში ბრძოლა შეაჩერა, რადგან მებრძოლები მის ინსტრუქციებს არ ემორჩილებოდნენ.
ABSOLUTE MADNESS: John Gotti lll attacks Floyd Mayweather after referee Kenny Bayless stops the exhibition fight; Mayweather calmly counters and rocks John Gotti ||| with a right hand during the chaos, then celebrates on the ropes ???? #MayweatherGottipic.twitter.com/I48ygxkHr7
— RINGOFHIGHLIGHTS (@ringofhighlight) June 12, 2023
მსაჯის გადაწყვეტილება გოტის ძალიან არ მოეწონა. ბრძოლის შეჩერების მიუხედავად, მან ფლოიდის მისამართით მუშტები მოიქნია და რამდენიმე წამში რინგზე უამრავი ადამიანი შევარდა. მოკრივეების წარმომადგენლებს შორის ჩხუბი დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 50 ადამიანი მონაწილეობდა. ბუნებრივია, მსაჯის ვერდიქტის გამოცხადება ვერ მოხერხდა და მოკრივეები საკუთარი გასახდელებისკენ გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მეივეზერმა რამდენიმე საჩვენებელი ბრძოლა გამართა. „მანი“ 46 წლისაა და როგორც თავად აცხადებს, რინგიდან წასვლას ჯერ არ აპირებს.